საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება 2022 წლის 13 მაისიდან სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატის შესახებ

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება

2022 წლის 13 მაისიდან სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატის შესახებ

 

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატის შესახებ ეყრდნობა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” რექტორის ბრძანებას  (N 136/01-01; 11/05/2022).

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის მნიშვნელოვანია, თსუ-დან გავიდეს კონკურენტუნარიანი, თავდაჯერებული, პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პროფესიონალი და ეფექტიანად რეალიზდეს ჩვენი სტუდენტების - შესანიშნავი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების განათლების უფლება. ამგვარად, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად:

  • ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი გაგრძელდება სააუდიტორიო რეჟიმში.
  • სააუდიტორიო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ადმინისტრაციას ელ-ფოსტაზე  chancellery.pes@tsu.ge. იხილეთ განცხადების ფორმა 
  • კონკრეტული განცხადებები ინდივიდუალურად განიხილება ადმინისტრაციის მიერ სტუდენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

განცხადებები მიიღება 16 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით. გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება 20  მაისს 6 საათზე. 

თარიღი: 14/05/2022